პროექტის სახელწოდება–ვზოგავთ
ოჯახის ბიუჯეტს.
პროექტის მთავარი
იდეა–სასკოლო–სასწავლო ნივთების შეძენა იაფ ფასებში.
პროექტის აქტუალობა–წიგნების
სიძვირე და მშობლების მწირი ბიუჯეტი.
ჩემი სკოლა ხაშურის
გარეუბანში მდებარეობს,ძირითადად მოიცავს მინისტარის დასახლებას, ქარხანა წლებია არ
მუშაობს,მშობლების უმეტესობა უმუშევარია, ბავშვები
ხელმოკლე ოჯახეებიდანაა ამას ემატება ობოლი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ,ჭიანურდება მოსწავლეების მომარაგება სახელმძღვანელოებით
და სასწავლო ნივთებით.
პროექტის მიზანი–სასწავლო
სახელმძღვანელოებისა და ნივთების შეძენა შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში( ბიუჯეტის
დაზოგვა),ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების ფორმირება,
კომუნიკაციური უნარების გამომუშავება მათთვის
უცხო ადამიანებთან, მარტივი მათემატიკური ოპერაციების დაუფლება.
მონაწილეთა ასაკი–9
წლის .
ვადები–1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგი–
მოსწავლეები დაეუფლებიან ერთმანეთის მოსმენას , ანგარიშს გაუწევენ სხვათა აზრს,კომუნიკაციას
დაამყარებენ გამყიდველთან,კომპიუტერში პროგრამა el.ge მუშაობას. ყველა მოსწავლის უზრუნველყოფა სასწავლო ნივთებითა
და სახელმძღვანელოებით.თუ პროექტი წარმატებული იქნება დაზოგილი თანხით საკლასო ბიბლიოთეკის
გამდიდრება.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1 გააკეთებენ 2011/12 წ საჭირო სასწ. ნივთების და სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, კომპიუტერში მოიძიონ გასაყიდი ფასები.
აქტივობა1 გააკეთებენ 2011/12 წ საჭირო სასწ. ნივთების და სახელმძღვანელოების ჩამონათვალს, კომპიუტერში მოიძიონ გასაყიდი ფასები.
აქტივობა 2 შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად.1ჯგ–ვიზიტი მაღაზია „ბიბლუსში“, მე–2 ჯგ–ვიზიტი
ბაზარში, მე–3 ჯგ–ვიზიტი „ბავშვთა სამყაროში“ ფასების დასადგენად.
აქტივობა 3 –ჯგუფები
ადარებენ ფასებს,ასკვნიან სად აჯობებდა წიგნების შეძენა? ხომ არ ჯობდა ერთობლივად ყიდვა?
იქნებ კომპიუტერის დახმარებით მოძიებული ფასებია ხელმისაწვდომი?
აქტივობა მე–4 მშობლების
დახმარება(ვიზიტი გამომცემლობაში)
აქტივობა5 დაიანგარიშებენ
ხარჯს,რა თანხით შემცირდა თითოეული ნივთის ღირებულება,საერთო ღირებულება
პროექტის ხელმძღვანელი–მაია
ჩაჩანიძე
/maia.chachanidze2@gmail.com
No comments:
Post a Comment